Tuesday, April 29, 2014

Saturday, April 26, 2014

17 კვადრატი ლიტერატურის მუზეუმში

17 კვადრატი ლიტერატურის მუზეუმში  - მაღაზია მდებარეობს ჭანტურიას ქუჩა 8, ლიტერატურის მუზეუმის ეზოში.
აქ ბევრ უცხო და ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთ ნივთს შეხვდებით:
ულამაზეს ჩანთებს,

პაწაწინა ანგელოზებს, ეს გოგო განსაკუთრებით მომეწონა:)

სხვადასხვა ცნობილი ნახატით გაფორმებულ ჩანთებს,

ორიგინალურ საფერფლეს,

ბროშებად ქცეულ ზღაპრის პერსონაჟებს,

ფერად-ფერად ხელნაკეთ ბლოკნოტებს,

დღეიდან აქ IrenDesign -ის სამკაულებსაც შეხვდებით:)

დეკორატიული მოტივები

decorative

Friday, April 25, 2014

ღვინის სუვენირები

handmade
ღვინის სუვენირები - "მე მიყვარს ღვინო" ბრელოკებია, სამახსოვრო საჩუქრებად შეიძლება გამოგადგეთ უცხოელი სტუმრებისთვის, ან უბრალოდ ღვინის მოყვარული ადამიანებისთვის.
დამზადებულია პოლიმერული თიხისგან.
ფასი 20 ლარი.

სამკუთხა ბეჭედი

simple milfiori
სამკუთხედი ფორმა მომეწონა ბეჭდისთვის, ცოტა მასიურია, მაგრამ ხელზე სასიამოვნო სატარებელი და კომფორტულია. დეკორატიული "ქვებით" მთლიანობაში კუნძულს მაგონებს. ვისთვისაც შეიქმნა, მისი ხასიათის მსგავსია - პირდაპირი, მხიარული, ოქრო გულის პატრონია :)

გულსაკიდი წიგნები - მზეს ვუხმობთ, მზეს!:)

polymer clay
მასალა პოლიმერული თიხა.
სიმაღლე 2,5 სმ

Thursday, April 24, 2014

სამაჯური - "მზის სხივები და ზღვა"

sunny
ესეც სამაჯური პოლიმერულ თიხაში:)

კვადრატული ფორმები, ბეჭედი

handmade
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი.
ბეჭდის ზომა რეგულირებადი

ბეჭედი იასამნის ფერებში

აპრილი მთავრდება და იასამნების გარეშე აბა როგორ გავუშვა? ეს ბეჭედი იასამნისფერი ფანტაზიაა :)
handmade ring
მასალა: პოლიმერული თიხა, ლითონი,
ბეჭდის ზომა რეგულირებადი,
დიამტერი 4,5 სმ

დამზადებულია იასამნების მოყვარული გოგოებისთვის :)

 

Monday, April 14, 2014

წითელი ბეჭედი

handmade
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი.
ბეჭდის ზომა რეგულირებადი

Saturday, April 12, 2014

გულსაკიდი წიგნები

irendesign
   თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, მომწერეთ რომელი უფრო მოგწონთ?

Thursday, April 10, 2014

ჩემი "ბიბლიოთეკის" მოყვარულებს

პოლიმერული თიხა
გულსაკიდი წიგნები
შეძენა შესაძლებელია - Book City- ში, მის. მელიქიშვილის 21.

მხიარული საჩუქარი სერიოზული მეგობრისთვის:)

ring

კონკრეტულად ამ ნივთის შექმნის შთაგონების წყარო ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს. ბავშვები დიდი ხანია აღარ ვართ, მაგრამ ისევე როგორც წლების წინ, ახლაც ის მე სიცოცხლით, იუმორით და იმედით მავსებს. განწყობაც გადაედო მგონი ამ ბეჭედს, მინდა სულ ასე მხიარულად გვახსოვდეს  და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ვიცი, მოეწონება:)

Wednesday, April 9, 2014

IrenDesign გულსაკიდი წიგნები Book City - ში

polymer clay
ეს გულსაკიდი წიგნები შეგიძლიათ მოიკითხოთ უკვე წიგნის მაღაზია Book City-ში, მისამართი: მელიქიშვილის 21.
კარლო კაჭარავას ფიგურების მზერა იქნებ ჩემს წიგნებსაც შეხვდეთ:)

Tuesday, April 8, 2014

ლურჯყდიანი ციცქნა წიგნები

books
ამ გულსაკიდების შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზია Book City -ში (მისამართი: მელიქიშვილის 21).

საჩუქრების შეფუთვის ჩემეული ვერსიებიდან - ამჯერად შერლოკი

ასე გავაფორმე შერლოკის გულსაკიდის შეფუთვა და გავამგზავრე მის ახალ მფლობელთან:)
sherlock


pendant

Thursday, April 3, 2014

IrenDesign -Totally Sherlocked :)

ესეც შერლოკის გულსაკიდი, ჩემი ექსპერიმენტის შედეგი :)

irendesign

Polymer clay pendants -  Sherlock Holmes :)

ეს BBC სერიალ "შერლოკის" მოყვარულებს ეხებათ, მათ შორის ვარ მეც :) "Sherlocked" ("შერლოკირებული") ხუმრობით ასე მონათლეს ბრიტანელებმა ამ ფილმის ფანები. მეც მათ მივუძღვენი ეს გულსაკიდები, შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებლის ბენედიქტ კამბერბეჩის პორტრეტით. მიყვარს კონან დოილი და ჰოლმსის ეს ახალი კინოვერსიაც ძალიან მომწონს. უბრალოდ ასე, იუმორით და სიყვარულით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება, ეს არის და ეს.

Popular Products