Wednesday, February 19, 2014

One day...


ერთ დღეს აქ აუცილებლად დაგპატიჟებთ, ჩემ სახელოსნოში, ვისაც ეს ფერები გიყვართ...
სახელოსნოს მოწყობის იდეაზე სულ ვფიქრობ. ვათვალიერებ სხვადასხვა დიზაინს, ვარჩევ, და ვარ:) მარტა სტიუარტის იდეალურად გაწიკწიკებული ინტერიერები ერთი შეხედვით კი მომწონს, კამკამა სამუშაო ოთახებია, ყველაფერი ყუთებშია ჩალაგებული, გაპრიალებული, არაფერი ზედმეტი იქ არ შეგხვდებათ. მაგრამ ასეთი რამ მე არასდროს გამომივა - ბავშვები იფუთფუთებენ ჩემს ნივთებში, ლაშა თავის ნახატებს გააკრავს კედლებზე, თინაც ალბათ ძერწვას არ მაცლის, თვითონაც გააკეთებს რაღაცეებს. "ქინდერის" პლასტმასის კვერცხების შემგროვებელად იქცნენ ლამის ორივე და-ძმა, "მინიონებს" და სხვადასხვა ფიგურებს აკეთებენ. ლაშას კი მალე ბეზრდება, თინა კი არ იცით, რამდენს ელაპარაკება და ეთამაშება მათ.

ლაშას გაკეთებული მინიონები


ასე მუშაობენ
ჯერ ჩემი სამზარეულოა ჩემი სახელოსნო. კომფორტულად აქაც ვარ, მაგრამ ერთია, 24 საათი არ მყოფნის, არა. მინდა მეტი დრო მქონდეს ჩემთვის და ყველასთვის. ვეღარც ვეტევი ჩემი სამუშაო იარაღებით.
აი, ერთ დღეს, სახელოსნოს ლურჯ კარს რომ გამოვაღებ, მეგობრების სტუმრობის მოლოდინში გემრიელ ყავას მოვამზადებ და დავტკბები ჩემი არეული, მაგრამ კომფორტული და თავისუფალი სივრცით. მერე კი იქ აუცილებლად დაგპატიჟებთ, ვისაც ეს ფერები გიყვართ...

  

2 comments:

  1. ირენ, მოვდივართ მე და ნანუკა! აუცილებლად გექნება მალე.

    პ.ს. ყავა ოდნავ შეგრილებული მიყვარს, ძალიან ცხელი არ იყოს, ოკ ? :)

    ReplyDelete

Popular Products