Monday, March 17, 2014

ეს ბროში ვისი გახდება?

ყავა და ჩაის მოყვარულებს ასეთ თამაშს გთავაზობთ:
დატოვეთ კომენტარი ამ პოსტის ქვეშ - 18 მარტის საღამოს 12 საათამდე. ორიგინალური კომენტარის ავტორი, ჩემგან საჩუქრად მიიღებს ამ ბროშს. აბა, რას იტყვით?:) გაუზიარეთ მეგობრებს და დაწერეთ მოგწონთ თუ არა ეს საჩუქარი.

ბროში - " მე მიყვარს ყავა, შენ გიყვარს ჩაი" :)
მასალა პოლიმერული თიხა.
Handmade  - for a good people


6 comments:

  1. ,,ჩაი სვა და ჩაი ლია,
    ეს ცხოვრება ჩაილია,
    ვინც ყავა სვა ჩაი არა,
    იმან საით ჩაიარა?
    დამილიე?ჩაი ,,წიე,,
    ცოტა გვერდით ჩაიწიე.
    მომიტანეთ ჩაი მალე,
    ღვინის სმაში ჩაიმალე?
    ასე ცოტა ჩაი წვეთად?
    მხოლოდ ყურში ჩაიწვეთა,
    გააცია, ჩაი,ბერა,
    არ დალია ჩაი ბერამ.
    მიუტანა ჩაი წუნამ,
    არ დალია ამ წრუწუნამ,
    გამოაცხო ჩაი კეცად,
    დალია და ჩაიკეცა,
    ჩაი სვა და ჩაი ღვარა,
    სადღაც ჩაი ჩაიღვარა,
    პირი ეწვა ჩაი წყევლა,
    პირდამწვარმა ჩაიწყევლა,
    წყალი სვა და ჩაი ყარა,
    შაქარიც არ ჩაიყარა,
    ჩაი აშრო ჩაი შალა,
    ჩაი წყალში ჩაიშალა,
    ჩაი ფშვნიტა,ჩაი ფერფლა,
    წყალში ჩაი ჩაიფერფლა,
    თივა არა,ჩაი კვნიტა,
    და თითები ჩაიკვნიტა,
    ჩაი მკა და ჩაი თესა,
    ბრინჯი წყალში ჩაითესა,
    ჩაეკითხა ,ჩაიწერა,
    და გაუხდა ჩაი წერა,
    ჩაი ქორფა,ჩაი ძირა,
    ყავის სმაში ჩაიძირა,
    ჩაი ღეროდ ჩაი კონად,
    ვარდმა ჩაი ჩაიკონა,
    ღვინო სვა და ჩაი ყლაპა,
    სპილო სადღა ჩაიყლაპა?
    იმან იცი?რა ჩაი სვა?
    მერე? კბილები ჩაისვა,
    ღვინო არა,ჩაი ვლიე,
    ეს ცხოვრება ვერ გავლიე,
    ღვინო სვით და ჩაი არა,
    ყავამ უკვე ჩაიარა
    ჩაის სმა რა ადვილია?
    ჩაესმა და გადირია,
    ყავას ვსვამ და ჩაის ხანაც,
    ყავის სახლში?
    ჩაიხანა?
    რა კარგია ჩაის სმა ,
    გულში თბილად ჩაისმა,
    მოვადუღებ ჩაის და
    გავაცოფებ ჩაიდანს.
    ვისაც უნდა ჩაი სვას,
    სითბო სულში ჩაისვას,
    მოდი!
    ყავას შევეშვად
    და სუყველამ ჩაი ვსვად.

    ReplyDelete
  2. რამდენი უფიქრია ლექსის ავტორს :)

    ReplyDelete
  3. მე ვიცნობ ზუსტად ასეთ წყვილს, ჩემი მეგობრები არიან და სიამოვნებით ვაჩუქებდი მათ ამ საყვარელ ბროშს. მერე ერთად დავლევთ ცხელ ყავას, ან რავი, რამე კარგ ჩაის:))

    ReplyDelete
  4. I love coffee, i love tea and he also likes a good whiskey! :) მინდა ჩემ შეყვარებულს ვაჩუქო <3

    ReplyDelete
  5. "თვალებს უხუჭავს სუსხიან დღეს ცხოვრება მქრალი,
    ცივი სიჩუმე...თბილი ფიქრი...ფინჯანი ყავა...
    აქ ყოველ დილით აივანზე ზის ერთი ქალი
    და ელოდება მზეს,რომელიც არასდროს ჩავა".
    ირენ, ჩემი ლექსი მოვარგე შენს ლამაზ ბროშს - ნატო ჭარბაძე.

    ReplyDelete
  6. მოგესალმებით, მადლობა ყველას, ვინც დრო გამონახა და თავისი აზრი გამოთქვა. მინდა ჩემი საჩუქარი ნატო ჭარბაძემ ატაროს, მისი ლექსი ძალიან უხდება ამ ბროშს.
    პ.ს. ნატო, გთხოვთ მომწეროთ, irenmakho@gmail.com -ზე როგორ დაგიკავშირდეთ, რომ ეს საჩუქარი გადმოგცეთ.
    კეთილი სურვილებით, ირენი:)

    ReplyDelete

Popular Products