ასე შევფუთე და გავამგზავრე "ყვავილების სახლი", აი, გაზაფხულს რომ უხდება ისე:)
ღვინის თემაზე შექმნილი სუვენირებისთვის ქაღალდის პარკები მოვხატე ყურძნებით:
ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა. ჯერ ხომ ყურძნის ჯიშებში
გავერკვიე. მერე ვსინჯავდი, სხვადასხვა ღვინოს, მინდოდა მთელი არომატების
შეგრძნებით შემესრულებინა ჩანაფიქრი.
"დიდი წვალების" შემდეგ ყურძნის ეს მოყვითალო-მომწვანო ფერი რომ დავსვი, ჩინურის მსგავსი გამოვიდაო - მითხრა მახომ.
ესეც ჩემი საახალწლო თემაზე შექმნილი სასაჩუქრე შეფუთვები:
ვფიქრობ, ქაღალდის ეს ფერი და ზედ ხელით შესრულებული ნახატები თბილ განწყობას ქმნის:)
No comments:
Post a Comment