Monday, March 10, 2014

საჩუქრების შეფუთვის ჩემეული ვერსიები:)

გამზადებული შეკვეთების და მეგობრებისთვის შექმნილი საჩუქრების შეფუთვა ცალკე თემაა ჩემ ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობ განსაკუთრებულად და ნაკეთობის ხასიათის შესაბამისად გავალამაზო და მოვხატო შესაფუთი ქაღალდები. მერე, სანამ ჩემგან გავუშვებ, ფოტოს ვუღებ, მინდა ყველა მახსოვდეს, მახსოვდეს ის ემოციები, რითაც ვმუშაობდი. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.
ასე შევფუთე და გავამგზავრე "ყვავილების სახლი", აი, გაზაფხულს რომ უხდება ისე:)
flower's house

"I love coffee, I love tea"...

როცა ამ გულსაკიდებს ვაკეთებდი,  Ink Spots-ის  "The Java Jive" სიმღერა ჟღერდა ჩემს გონებაში:


ამიტომ ეს გულსაკიდები გეძღვნებათ თქვენ, ვინც მიირთმევთ ყავას, ჩაის ამ ძველი და ტკბილი ჰანგების ფონზე. თან მოჰყვება ცოტა ნოსტალგიური, მაგრამ აბსოლუტურად დადებითი ემოციები და კეთილი სურვილები:)
ამ გულსაკიდი წიგნების შეძენა შესაძლებელია შემდეგ წიგნის მაღაზიებში:
1. წიგნის მაღაზია - რუსთაველის 16
2. წიგნის სახლი
მის.: პეკინის 31
3. სანტა ესპერანსა
მის.: სანქტ პეტერბურგის 12
4. ექსლიბრისი
მის.: ალ. ყაზბეგის 24

Popular Products