9 მაისს, დედა ენის ბაღში, ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ზე ბოლო მოსავლის ღვინოებო წარმოადგინა ღვინის 60-მდე დიდი კომპანიამ, მცირე მარანმა და 55 საოჯახო მარანმა (72 სახეობის ღვინით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მთელი დღის მანძილზე სტუმრებს საშუალება ქონდათ გაესინჯათ 2014 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები.
ფესტივალი, ტრადიციულად, დაწყო ქვევრის საზეიმო გახსნით.
ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ–ბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი";
გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.
კომპანია „ბორჯომის“ კუთხეში სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ მიერთვათ მწვადი და თონის პური; დაისვენონ თივის ზვინებით მოწყობილ ბუნებრივ გარემოში. ბორჯომის სტენდთან შესაძლებელი იყო სამახსოვრო სურათების გადაღება, აქვე, რეცეპტების კუთხეში კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ლიფლეტების სახით წარმოდგენილი კერძების რეცეპტების აღება და, რაც მთავარია, რეცეპტების ინტერაქტიულ წიგნში საკუთარი რეცეპტის აღნუსხვა.
სათემო კავშირმა ნუკრიანი და „ნუკრიანის სახელოსნოებმა“ წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები და ღვინის სუვენირები.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ქონდათ საკუთარი ხელით შექმნან თიხისა და თექის ნაკეთობები.
ეს ბიჭები კი, ფესტივალის ნამდვილი გმირები არიან, მეთელი დღე შრომობდნენ და გვეხმარებოდნენ სისუფთავის დაცვაში. დიდი მადლობა მათ <3
Sunday, May 17, 2015
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Popular Products
-
გაიცანით ჩემი Fimo :) პოლიმერულ თიხას, რომლისგანაც ვაკეთებ სხვადასხვა ნაკეთობას, "ფიმო" (Fimo) ჰქვია. ეს staedtler ფირმის ...
No comments:
Post a Comment