Wednesday, February 26, 2014

Souvenirs for Keiko and Mai


ეს სუვენირები კეიკო და მაისთვის გავაკეთე. რამდენიმე დღეში იაპონიაში უნდა გავუგზავნო.
souvenir

souvenir



souvenir

ეს სანამ შორ გზას დაადგებიან:
wine motive

კეიკო და მაი იაპონელი ფოტოგრაფები არიან. ღვინის საუცხოო პორტრეტებს იღებენ, უყვართ საქართველო და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
კეიკო და მაი გასულ შემოდგომაზე გავიცანი ღVinoUNderground კაფეში, სადაც მშვენიერი საღამო მოგვიწყვეს იაპონური გემოებით. თავად იყვნენ "მასპინძლებიც" და შეფებიც, მოამზადეს ტრადიციული იაპონური კერძები, ნაირ-ნაირი სუში. ყოველი კერძის შემოტანას წინ უძღოდა მისი წარდგენა და სახელწოდების წარმოთქმისთანავე მოდიოდა იაპონურობის საუცხოო არომატები.

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა უნაზესი Harusame Salad - ბრინჯის ლაფშა, სეზამის ზეთით, ზღვის წყალმცენარეებით. მერე იქვე ჩვენს თვალწინ ტაფაზე ააშუშხუნეს  სპეციალურად იაპონიიდან ჩამოტანილი უზარმაზარი სოკოები. მოტკბო-მარილიანი გემოების ჰარმონია და ცოცხლად მოთუშული ბოსტნეულის სასიამოვნო არომატები იდეალურად მოუხდა საკეს, რომელიც პირველად გავსინჯე - საკე Gonin Musume (ხუთი ქალიშვილი - მგონი ასე ითარგმნება) - დახვეწილი და მსუბუქი სასმელი.

ამ საღამომ სხვა რამეებიც გამახსენა: დიდი ხნის წინ თამრიკოს ნაჩუქარი იაპონური გრავიურების ასლები, ახლა ლაშასთან ერთად სიამოვნებით რომ ვათვალიერებ; ისიც, სტუდენტობის წლებში მე და ჩემ გოგოებს როგორ გვიტაცებდა იაპონურობა ვან გოგის ნახატებში... მიყვარს ასეთი საღამოები და მერე წამოშლილი ემოციები და მოგონებები.

No comments:

Post a Comment

Popular Products