გაიცანით ჩემი Fimo :)
პოლიმერულ თიხას, რომლისგანაც ვაკეთებ სხვადასხვა ნაკეთობას, "ფიმო" (Fimo) ჰქვია. ეს staedtler ფირმის გერმანული წარმოების თიხაა, საუკეთესო ხარისხის და თან საკმაოდ გამძლე. "ფიმო" მთელ მსოფლიოში პოპულარული მასალაა როგორც პროფესიონალ დიზაინერებს, ისე მოყვარულ ხელმარჯვე ადამიანებს შორის. მისგან შეიძლება თითქმის ყველანაირი დეკორი, აქსესუარის დეტალი, სხვადასხვა მასალის იმიტაცია დამზადდეს. იდეალური მასალაა სამკაულებისთვის, სათამაშოების, სადღესასწაულო მოსართავების, ზარდახშების, სურათის ჩარჩოების და ა.შ დასამზადებლად.
ფიმოს პალიტრა საშუალებას გაძლევს სასურველი ფერის და ფორმის დიზაინი შექმნა, რომელიც იქნება ორიგინალური.
ფიმოს დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს: მარტივი ძერწვით დაწყებული ურთულესი დეკორატიული, რთული მოტივებით დასრულებული. ინტერნეტში ზღვა მასალაა პოლიმერული თიხის ტექნიკების შესახებ და დაინტერესებული ადამიანი ადვილად შეძლებს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას. მე უპირატესობას მარტივ ძერწვას ვანიჭებ, მომწონს ზედმეტი დეტალიზირების გარეშე მუშაობა.
მერწმუნეთ, "ფიმო" - პოლიმერული თიხა - შემოქმედებით იმპულსებს ანთებს ყველა ადამიანში, ვინც კი მას შეეხება.
You might also like:
You might also like:
პირველად იყო "ფიმო" |
IrenDesign - პოლიმერული თიხის სამკაულები |
სად შევიძინო?
ReplyDeleteსად შევიძინო?
ReplyDeleteსად შევიძინო?
Deleteგამარჯობა:) სამხატვრო მასალებში იყიდება ჩვენთან, ან შეგიძლიათ ინტერნეტით გამოიწეროთ.
ReplyDeleteძალიან კარგი სტატიაა... თიხის ფასი? :)
Delete8 ლარი ღირს ერთი ფერი.
Deleteკონკრეტულად სად იყიდება?
ReplyDeleteკიდობანში აქვთ, რამდენადაც ვიცი, სამხატვრო მასალების მაღაზიაში.
DeleteThis comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteიქნებ მიპასუხოთ,ჩვეულებრივ,გამოვძერწე გამოვწვი და როდესაც თბილი წყლით გავრეცხე ფინჯანი,,ჩამოძვრა მთლიანი.როგორ სეილება დავამაგრო ისე რომ არ ჩამოძვრეს?
ReplyDeleteგამარჯობა. შეგიძლიათ მიამაგროთ თიხითვე და ხელახლა გამოაცხოთ ღუმელში. როგორც ჩანს, არ იყო სათანადოდ გამომწვარი, დაახლოებით 20-30 წუთი სჭირდება პოლიმერულ თიხას ღუმელში ყოფნა (გააჩნია ნაკეთობის ზომას, სისქეს), 110 გრადუსზე. მეორე ხერხი - შეგიძლიათ დააწებოთ მაგალითად Artfixის წებოთი.
Deleteხომ ვერ მეტყვით მწარმოებელი ქვეყანა რომელია, ან იტალიაში თუ შევძლებ მის შეძენას?
Deleteიტალიაში შეძლებთ მის შეძენას. მწარმოებელი ქვეყანა ძირითადი ბრენდების არის fimo(გერმანია) და cernit(ბელგია), ორივე ძალიან კარგია. არის კიდევ ბევრი სხვა ბრენდის თიხებიც, მაგრამ იტალიაში ესენი აუცილებლად იქნება, ვიცი ბევრი იტალიელი თიხაზე მომუშავე დიზაინერი, მაგალითად Julie Picarello, შეგიძლიათ ნახოთ მისი ნამუშევრები ინტერნეტში, მუშაობს თიხაზე premo(ამერიკა), ესეც ძალიან კარგი თიხაა.
DeleteGamarjoba, rogor sheidzleba gamoviwero?
Deleteრა განსხვავებაა ხარისხში და შედეგში , ისეთ თიხებს შორის რომელსაც გამოწვა სჭირდება და ისეთს რომელიც ჰაერზე შრება.
DeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteSad iyideba
ReplyDeleteგამარჯობა. კომენტარებს გადავხედე, მაგრამ იქნებ მის შემდეგ შეიცვალა რამე :) სად შეიძლება შევიძინო თიხა? მე ორგსერვისის გარდა ვერ ვიპოვნე სხვაგან. მადლობა
ReplyDeleteარის აგრეთვე საიტზე gamoiwere.ge
Deleteგამარჯობა, როგორც ვიცი, ცერნიტი აქვთ სამხატვრო მასალებში, ზემელზე და კიდევ ახალი ბრენდის პოლიმერული თიხა აქვს "ლუმინოს" სამხატვრო მასალების მაღაზიას, ხარისხი როგორია არ ვიცი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გეტყვიან.
Deleteგამარჯობა,სად შეილება შევიძინო?
ReplyDeleteგამარჯობა, პოლიმერული თიხა, ფიმო, შეგიძლიათ შეიძინოთ "ორგსერვისის"მაღაზიებში.
Delete