Thursday, March 13, 2014

Gallery 27 - ხელოვნების ნიმუშები 27 კვადრატში

გალერეა 27  მდებარეობს ძველ თბილისში, (სიონის ქუჩა 8), ქარვასლას მუზეუმის პირველ სართულზე.
interior
გალერეა 27

როცა გალერეა 27-ს ეწვევით, არ დაიბნეთ, გულგრილად ვერ ჩაუვლით ვერც ერთ ნამუშევარს. აქ ნახავთ ვერცხლში, ოქროში, მინანქარსა და ძვირფას ქვებში შესრულებულ ხელოვნების ნიმუშებს, აქსესუარებსა და სამკაულებს - ყველა ქართველი არტისტის ხელითაა შექმნილი -  ძვირფასი ნამუშევრები გამორჩეული სტილითა და ემოციებით.
აღმოაჩენთ ულტრათანამედროვე, სადა და ორიგინალურ  სამკაულებს, მინის დახვეწილ ყელსაბამებს, ხელით მოხატულ კერამიკის მძივებს.
აუცილებლად მოგინდებათ ხელით შეეხოთ და მოირგოთ მაცდურად თროებზე მიფენილი ხელით მოხატული აბრეშუმის თავშლები; ტყავის ფერად-ფერადი ყვავილების თმისსამაგრების დანახვისას კი რომელი აირჩიო არ იცი.
ინტერიერი
გალერეა 27
არ გაგიჭირდებათ საჩუქრის შერჩევა მეგობრის, შვილის, საყვარელი ადამიანის თუ უცხოელი სტუმარის გასაოცებლად -  ყველასთვის მოიპოვება შესაფერისი ნივთი.
მოიხიბლებით ლურჯი სუფრის მრავალფეროვანი არჩევანით; ინტერიერისთვის კი ხის ზარდახშებით, ხელით მოხატული დეკორატიული პანოებით: ბატიკა, შიბორი -  ქალაქური მოტივებით, ბროწეულებით და ყვავილებით, ტრადიციულ-ქართული და თანამედროვე მოტივებით.
აქ შეგიძლიათ აარჩიოთ ხის ხელნაკეთი სათამაშოები, თბილი და კოხტა თოჯინები, ხელით ნაქსოვი ქუდები, ულამაზესი ხალისიანი ნაჭრის ჩანთები, ნატურალური ქვებით დამშვენებული ჟღარუნა ბრელოკები, მაქმანებიანი ხელნაკეთი ბლოკნოტები, ფიროსმანის მოტივებით მოხატული ღია ბარათები, ხის საათები, სასაჩუქრე მაგნიტები და კიდევ ბევრი გამორჩეული ნივთი.





რაც გამომრჩა, შეგიძლიათ შეათვალეროთ გალერეის გვერდზე, მერე კი აუცილებლად  ეწვიეთ ქარვასლაში. გალერეა 27 -ის დიასახლისები ყოველთვის ღიმილით და კეთილგანწყობით ხვდებიან მისულ სტუმრებს. 

No comments:

Post a Comment

Popular Products