Wednesday, June 1, 2016

არტისტული ფანტაზია 3 - მხიარულება ანდერვილში


30 მაისს, მთაწმინდის პარკში "არტისტის" პატარა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციას "კლუბი ანდერვილი" მასპინძლობდა.
"არტისტული ფანტაზია 3" ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა.
ბავშვების ნახატები, კერამიკული და პოლიმერული თიხის ნაკეთობები ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.  
ჩემი მოწაფეების მიერ შემნილი პოლიმერული თიხის ნაკეთობებით თავს მოვიწონებ:)

ბავშვების ზღვაში ძლივს ვიპოვე ეს გოგოები, რომ რამდენიმე ფოტო გადამეღო:)
არაჩვეულებრივი გამოფენა გამოვიდა, დარბაზი სავსე მხიარულებით, ბავშვების და მშობლების გახარებული სახეებით.
ერთი სიტყვით, კიდევ ერთი ძალიან კარგი დღე გვაჩუქა არტისტმა. ბედნიერი და დადებითი ემოციებით სავსე დავბრუნდი გამოფენიდან.

No comments:

Post a Comment

Popular Products