IrenDesign
სახელწოდება სპონტანურად გაჩნდა, ვფიქრობ, მარტივად და ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ვქმნი.
აქამდე
ძირითადად საბავშვო აქსესუარებზე ვმუშაობდი, მომწონდა რასაც ვაკეთებდი, თუმცა გონებაში
სულ მიტრიალებდა ჩემთვის საინტერესო მოტივებზე სამკაულების შექმნა. მერე ისე მოხდა,
რომ აღმოვაჩინე პოლიმერული
თიხა “fimo”- ეფექტური, დამყოლი
და გამძლე მასალა, სამკაულების შესაქმნელად იდეალურია.
პირველად სულაც
არ მიფიქრია რაიმეს გაყიდვა, მართალი გითხრათ, ცოტა მენანებოდა კიდეც, უბრალოდ ხალისით
და სიამოვნებით ვმუშაობდი. ერთგვარი „ფიმო-თერაპია“ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა,
როგორც კი ბლოგზე გამოვაქვეყნე ნამუშევრების
სურათები, მეგობრებისა და უცხო ადამიანების მოწონებამ ენთუზიაზმი გამიძლიერა, მალევე
ახალი შეკვეთებიც მივიღე. ასე დაიწყო ჩემი პატარა ბიზნესი.
ჩემი ნამუშევრები
არის ის, რაც ვარ და მიყვარს: მხატვრობა, ლიტერატურა,
მუსიკა, დეკორატიული ხელოვნება, ნაცნობი ადამიანები, საყვარელი ნივთები, სილუეტები,
მათთან დაკავშირებული ემოციები, ბუნება, დიზაინი...
რამდენიმე თვეა
რაც პოლიმერული თიხაში მუშაობა დავიწყე და ვეღარ ვწყდები. არის მასში რაღაც მაგიურ-თერაპიული.
ძალიან მოკლე დროში სამაკულების კეთება ჩემი საყვარელი მთავარი საქმე გახდა, საქმე
რომელიც ბედნიერს მხდის. და მოხარული ვიქნები, საშუალება თუ მომეცემა ეს ემოცია სხვებსაც
გავუზიარო.
კეთილი სურვილებით, ირენი
No comments:
Post a Comment