Monday, May 1, 2017

პირველად იყო „ფიმო“ (Fimo)


inspiration by irendesign
შევეცდები აგიხსნათ, რატომ ვარ Fimo-ს აპოლოგეტი პოლიმერულ თიხებს შორის :)
ჩემი გამოცდილებით, Fimo საუკეთესო #1 პოლიმერული თიხაა. სხვა ბრენდის თიხაზეც მიმუშავია - Scalpy, Premo, Cernit, პლასტიკი (რუსული წარმოების) - გამომიყენებია სამკაულებისა და სხვადასხვა ნივთების შექმნისას, მაგრამ ხარისხით, ფერების ინტენსივობით და გამძლეობით ვერცერთი შეედრება Fimo-ს.
Fimo პოლიმერული თიხის ფორმულა შიქმნა 1954 წელს გერმანიაში და მრავალი წლის მანძილზე ერთადერთი იყო. მწარმოებელი არის Staedtler -ი, რომელიც სხვადასხვა ფორმით უშვებს პოლიმერულ თიხას, აქვს რამდენიმე ხაზი: ბავშვებისთვის, საყოველთაო მოხმარების და პროფესიული თიხა.

Fimo ყველაზე გავრცელეული ბრენდია ევროპაში და პოლიმერული თიხის ოსტატების მიერ აღიარებულია როგორც ერთერთი საუკეთესო.
დაახლოებით 1 წლის წინ, Staedtler-მა განაახლა Fimo Classic-ის ბრენდი და ახალი სახელით გამოუშვა - Fimo Professional. Fimo-ს აქვს ძირითადი, პირველადი ფერების ხაზი, რაც საშუალებას გაძლევს ფერების შერევით ადვილად მიიღო სხვადასხვა ელფერი, გაამდიდრო პალიტრა. მე კარგა ხანია ამ მასალაში ვმუშაობ და მერწმუნეთ, საუკეთესო პოლიმერული თიხაა თიხათა შორის.
დიდხანს თაროზე შემოდებული გაუხსნელი პოლიმერული თიხა, შეიძლება ცოტა გამაგრდეს, მაგრამ, როგორც კი გავსხნით შეფუთვას და დავიწყებთ დამუშავებას, მალევე რბილდება, გვემორჩილება და ხდება ძალიან სასიამოვნო და დამყოლი სხეულის მქონე მასალა. პოლიმერული თიხა ფორმას ინარჩუნებს ძალიან კარგად, დეტალებიც მკაფიოდ ემჩნევა. ძერწვის პროცესში ხელები ისვრება, ფერები გადადის და სანამ ერთი ფერიდან მეორეზე გადახვალთ, ხელები უნდა დაიბანოთ, რომ ფერები არ დასვაროთ. გამომწვარი ნამუშევარი მაგრდება და გამძლე გამოდის. Fimo ძალიან ეფექტურია ე.წ. caning - დეკორატიული ორნამენტების შექმნისას, რადგან ფერები ხასხასაა, კონტურები გამოკვეთილი და ორნამენტებიც დახვეწილი გამოდის. Fimo Professional-ს ასევე აქვს კარგი ხაზი თოჯინების დასამზადებლად, ე.წ. Fimo Professional Doll Art. Fimo Soft - უფრო რბილია და ადვილი დასამუშავებელია, Fimo Effect  - სხვადასხვა მასალის იმიტაციის ეფექტებით (გამჭირვალე, მარმარილო, მარგალიტის, ფოსფორის და ა.შ.). რაც მთავარია, Fimo -ს შეძენის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ვარგისიანობის ვადას, რადგან ძველი და ვადაგასული თიხა ძალიან მაგარია და ადვილად იფშვნება. ახალი პოლიმერული თიხა  უნდა იყოს რბილი და დამყოლი. Fimo Soft და Fimo Effect შერევა მშვენიერ შედეგს გვაძლევს.
რაც შეეხება Fimo Kids, ძალიან რბილია, ფერები მიმზიდველი, უფრო პასტელურ ტონებში და ნაკლებად ინტენსიურია ვიდრე სხვა ხაზი. მასალის თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვებთან მუშაობის დროს ყოველთვის ვირჩევ Fimo Kids/Fimo Effect. ესენი ბავშვებისთვის იდეალური სამუშაო მასალააა.
სამკაულებისთვის (ბეჭდები, მძივები, საყურეები, სამაჯურები)  Fimo Professional/ Fimo Soft გამოგვადეგება; დეკორატიული მოტივების, ორნამენტების ძერწვისას -  Fimo Professional/ Fimo Soft/Fimo Effect; ფიგურებისთვის -Fimo Professional; თუკი მხურვალე ხელი გაქვთ, მაშინ  Fimo Professional გამოიყენეთ; თუკი გსურთ საკუთარი ფერები შექმნათ და გჭირდებათ ნამდვილი ძირითადი ფერები, მაშინ  Fimo Professional. და ა.შ. ერთი სიტყვით, Fimo შესაძლებელობები უსასრულოა.
სად შევიძინოთ? - თბილისში, ჩემი აზრით, ყველაზე სანდო მწარმოებლის თვალსაზრისით და ხელმისაწვდომი ფასით, შეგიძლიათ მოიკითხოთ ორგსერვისის მაღაზიებში, ასევე ინტერნეტით შეგიძლიათ შეიძინოთ- amazon ან ebay-დან.
by IrenDeisgn Handamde

No comments:

Post a Comment

Popular Products