Wednesday, March 26, 2014

მინიატურული გულსაკიდი წიგნები

by IrenDesign
ეს გულსაკიდები ხვალიდან წიგნის მაღაზია - "რუსთაველის 16"-ში გაიყიდება.
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი.
დამზადებულია წიგნების და ნათელი გონების ადამიანების სიყვარულით.

Monday, March 24, 2014

ისევ საკურა...

ეს ჩემი საყვარელი და მგონი აკვიატებული მოტივიცაა. მაგრამ ფერთა ასეთი შეხამება ძალიან მხიბლავს, საყურედ კი ზოგს ყუნწიანი საკიდით უფრო მოსწონს, ზოგს ყურზე მიბჯენილი. ამჯერად ასეთ ვარიანტს გთავაზობთ:
earrings
საყურე
მასალა: პოლიმერული თიხა, ლითონი
ფასი 15 ლარი

გაზაფხული

ეს ის შემთხვევაა, როცა ჩანაფქირი სულ სხვა მქონდა და სპონტანურად დაიბადა აი ასეთი ნამუშევარი. ესეც მომწონს. თქვენ?
ring

Sunday, March 23, 2014

Happy to see&share this photo:)

ყოველთვის გული მიჩუყდება, როცა ვხვდები გოგონებს ჩემი შექმნილი გულსაკიდებით.
მადლობა თამთას და ნინიას:)

Gift packing idea

ასე გამოიყურებოდა შეფუთული მოუსვენარი ფისოები
black cat

ბლის კუნწულა - სამეული

polymer clay


Sweet cherry trio
 
handmade


studs



Saturday, March 22, 2014

წითლი ტიტების სამეული - "გიყვარდეს"

ring and earrings
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი
შთაგონების წყარო - წითელი ტიტა, ნამდვილი სიყვარულის სიმბოლო, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ძვირფასი ადამიანისთვის.
Red Tulips' Trio
Inspiration: Red tulips declare true love and are therefore good to give to those you  love.

"გიყვარდეს"

stud earrings

წითელი ტიტა ხომ ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა და ამიტომაც დავარქვი ამ საყურეს "გიყვარდეს".
მშვენიერი საჩუქარი შეიძლება იყოს შეყვარებულისთვის ან დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის.

მასალა:პოლიმერული თიხა
ფასი 10 ლარი

მინიატურული ჩაიდნები



ცისფერი ციცქნა ჩაიდანი - საყურე
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი


"მოუსვენარი ფისოები"

polymer clay
საყურე
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი
ფასი 15 ლარი


Monday, March 17, 2014

ეს ბროში ვისი გახდება?

ყავა და ჩაის მოყვარულებს ასეთ თამაშს გთავაზობთ:
დატოვეთ კომენტარი ამ პოსტის ქვეშ - 18 მარტის საღამოს 12 საათამდე. ორიგინალური კომენტარის ავტორი, ჩემგან საჩუქრად მიიღებს ამ ბროშს. აბა, რას იტყვით?:) გაუზიარეთ მეგობრებს და დაწერეთ მოგწონთ თუ არა ეს საჩუქარი.

ბროში - " მე მიყვარს ყავა, შენ გიყვარს ჩაი" :)
მასალა პოლიმერული თიხა.
Handmade  - for a good people


"Happy home - for you and me"

A home is built with love and dreams.
Special gift




Thursday, March 13, 2014

Gallery 27 - ხელოვნების ნიმუშები 27 კვადრატში

გალერეა 27  მდებარეობს ძველ თბილისში, (სიონის ქუჩა 8), ქარვასლას მუზეუმის პირველ სართულზე.
interior
გალერეა 27

ჩემი ნამუშევრები "გალერეა-27"-ში

my works at Gallery 27
IrenDesign -ის გულსაკიდები, ბრელოკები სხვადასხვა მოტივით

My books at "Gallery 27"

 ეს გულსაკიდები მშვენიერი საჩუქარი შეიძლება იყოს წიგნის მკითხველი ქალბატონებისთვის:)
at Gallery 27
Photo by Gallery 27
ჩემი წიგნები "გალერეა 27"-ში
These would be perfect for the book reading ladies:)

Wednesday, March 12, 2014

Books&Coffee

ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია - საუკეთესოდ რომ დაგეგმო დღე, ატარე წიგნები ფინჯან ყავასთან ერთად :)
pendants
შეძენა შესაძლებელია "სანტა ესპერანსა"-ში (მის.: სანკტ პეტერბურგის 12)
The best plan for the perfect day: wear some books and drink some coffee :)

Miniature book pendants

საგანგებოდ სასიამოვნო, მხიარული და კეთილი ადამიანებისთვის არის შექმნილი.
Made special for nice, merry and a good people :)
polymer clay book pendants
შეძენა შესაძლებელია "წიგნის სახლში" (პეკინის 31)

Tuesday, March 11, 2014

Positive feedback

მოუთმენლად ველოდი იაპონიაში გაგზავნილი სუვენირების შთაბეჭდილებებს. ისე გამახარა ამ ფოტოების ნახვამ, სიხარულით გიზიარებთ ამ ემოციებს:

by IrenDesign
Photo by Iago Bitarishvili
Happy to share the feedback I receive from people who have purchased my items:)
by IrenDesign handmade
Photo by Keiko Kato


by IrenDesig Hadmade
Photo by Keiko Kato

You might also like:

http://irendesignshop.blogspot.com/2014/02/souvenirs-for-keiko-and-mai.html
Souvenirs for Keiko and Mai

Monday, March 10, 2014

საჩუქრების შეფუთვის ჩემეული ვერსიები:)

გამზადებული შეკვეთების და მეგობრებისთვის შექმნილი საჩუქრების შეფუთვა ცალკე თემაა ჩემ ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობ განსაკუთრებულად და ნაკეთობის ხასიათის შესაბამისად გავალამაზო და მოვხატო შესაფუთი ქაღალდები. მერე, სანამ ჩემგან გავუშვებ, ფოტოს ვუღებ, მინდა ყველა მახსოვდეს, მახსოვდეს ის ემოციები, რითაც ვმუშაობდი. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.
ასე შევფუთე და გავამგზავრე "ყვავილების სახლი", აი, გაზაფხულს რომ უხდება ისე:)
flower's house

"I love coffee, I love tea"...

როცა ამ გულსაკიდებს ვაკეთებდი,  Ink Spots-ის  "The Java Jive" სიმღერა ჟღერდა ჩემს გონებაში:


ამიტომ ეს გულსაკიდები გეძღვნებათ თქვენ, ვინც მიირთმევთ ყავას, ჩაის ამ ძველი და ტკბილი ჰანგების ფონზე. თან მოჰყვება ცოტა ნოსტალგიური, მაგრამ აბსოლუტურად დადებითი ემოციები და კეთილი სურვილები:)
ამ გულსაკიდი წიგნების შეძენა შესაძლებელია შემდეგ წიგნის მაღაზიებში:
1. წიგნის მაღაზია - რუსთაველის 16
2. წიგნის სახლი
მის.: პეკინის 31
3. სანტა ესპერანსა
მის.: სანქტ პეტერბურგის 12
4. ექსლიბრისი
მის.: ალ. ყაზბეგის 24

Sunday, March 9, 2014

Thursday, March 6, 2014

ყვავილების სახლი

ეს ფოტო მასშტაბის თვალსაჩინოებისთვის გადავიღე.
დანარჩენებშიც მგონი კარგად ჩანს, სხვადასხვა ხედი:

ბეჭედი მოგზაურებისთვის:)

polymer clay

ეს ბეჭედი დედამიწის პირობითი სახეა თავისი ოკეანეებითა და კონტინენტებით. ლურჯი წყვეტილი ხაზით კი ჩემი წარმოსახული მოგზაურობის მარშრუტია აღბეჭდილი. დაუღალავ მოგზაურებს ალბათ მოგეწონებათ:)
ბეჭედი "დედამიწა"
მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი. ბეჭდის ზომა რეგულირებადი.

Earth ring
Material: polymer clay, metal
Ring size adjustable

Saturday, March 1, 2014

Magritte's Dream. Ring



ეს "მაგრიტის სიზმარია". ამ ბეჭედის შექმნა თავად მაგრიტმა შთამაგონა. მინდოდა ჩემი განწყობა ამ მხატვრის მიმართ მარტივი სიმბოლოებით გადმომეცა და თან მეტარებინა.

მასალა პოლიმერული თიხა, ლითონი.
ბეჭდის ზომა რეგულირებადი.

Popular Products